სამოდელო გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი: ხათუნა ციხელაშვილი
საგანი: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი 6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილი თემა: პროფესიები და ინფოგრაფიკები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეების შეძლებენ:
  • ·      კონკრეტული პროფესის აღწერას და დასაქმების სფეროს განსაზღვრას;
  •           ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის ეფექტურად დამუშავებას;
  •       დამუშავებული ინფორმაციის  პრეზენტაციაში განთავსებას;
  •       პროგრამა PowerPoint-ში ფიგურების გამოყენებით  ინფოგრაფიკების შექმნას;
  •       ონლაინ ინსტრუმენტის LearningApps - ის გამოყენებით სავარჯიშოს მოძებნას და შესრულებას;
  •       ელექტრონულ დაფა Linoit.com- გამოყენებით შეფასების  გაკეთებას;
  •      გამოცდილების გაზიარებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ესგ-თი  განსაზღვრული მისაღწევი შედეგი (ინდიკატორი)
ის ტექნ. VI.1.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·         ახდენს ტექსტურიგრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო

მიზნისა და შეფასების გაცნობა
მინილექცია
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა, სლაიდი (2)
2 წთ

აქტივობა 1.  გამოწვევა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს საიტს www.learningapps.org , ასწავლის საიტზე ნავიგაციას და სავარჯიშოს მოძიებას. გახსნიან სავარჯიშოს „გამოიცანი პროფესია“.
გაკვეთილის თემის გაცნობა:
·         რა შეიძლება იყოს დღევანდელი გაკვეთილის თემა?
მიზანი: www.learningapps.org საიტზე მუშაობის გაცნობა სავარჯიშოების მოძიების და ვარჯიშის მიზნით


ონლაინ სავარჯიშო საიტზე https://learningapps.org/1030405
ინდივიდუალურად
25 კომპუტერი, ინტერნეტი, პროექტრი
8 წთ

აქტივობა 2
აქტივობის აღწერა:
მინი-ლექცია მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გახსნან პროგრამა PowerPoint პროექტორის დახმარებით უხსნის მოსწავლეებს ინფო-გრაფიკების მცნებას და აჩვენებს, როგორ შექმნან მარტივი ინფოგრაფიკა, რომელზეც დაიტანენ პროფესიას, მოკლე აღწერას, და ადგილებს სადაც შეიძლება მუშაობდეს მზგავსი პროფესიის ადამიანი.
მიზანი:
პროგრამა PowerPoint ის გამოყენებით ინფოგრაფიკების შექმნა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემა.
მინილექცია, დემონსტრირება, ინდივიდუალური მუშაობა
ინდივიდუალურად
25 კომპუტერი, ინტერნეტი, პროექტრი
7 წთ

აქტივობა 3
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აჩვენებს საიტს http://myprofession.ge/professions და რთავს  სამი პროფესიის აღწერის ვიდეოს :
1.       http://myprofession.ge/videos#videos:580a0cfd5895a5a74e292ab2  ტურისტული გიდი თამარ ბასილაშვილი  0:45- 1:10
2.       http://myprofession.ge/videos#videos:580a0cdb5895a5a74e292ab1 დირიჟორი ვახტანგ კახიძე 1:00- 1:45
3.       http://myprofession.ge/videos#videos:580a0b855895a5a74e292aad  ნიკა გოგვაძე და ნიკა ვაჭრიძე - კიბერუსაფრთხოება  0:00- 1:27
მიზანი:
მოსწავლეებმა ისწავლონ პროფესიის აღწერა
მინილექცია, დემონსტრირება,
მთელი კლასი
25 კომპუტერი, ინტერნეტი, პროექტრი
8 წთ

აქტივობა 4
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აჩვენებს პროგრამა PowerPoint - ში შექმნილი  პროფესიის აღწერის  ინფოგრაფიკის ნიმუშს. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს დაწყვილებას, უნაწილებს პროფესიებს:
1.       თარჯიმანი/მთარგმნელი
2.       დიპლომატი
3.       ვებსპეციალისტი
4.       ზარალის ანაზღაურების ექსპერტი
5.       თეატრის და კინოს მხატვარი
6.       ლანდშაფტის არქიტექტორი
7.       პროდიუსერი
8.       რადიო დისპეჩერი
9.       ტანსაცმლის დიზაინერი
10.    უძრავი ქონების ბროკერი
11.    ქსელის ინჟინერი
12.    შესყიდვების მენეჯერი
სთხოვს გადაინაწილონ სამუშაო: ერთი მოსწავლე მოიძიებს პროფესიის აღწერას საიტზე http://myprofession.ge , ხოლო მეორე ქმნის ინფოგრაფის პროგრამა PowerPoint-ში. სამუშაო ჩათვლება დასრულებულად, თუ მოსწავლეები ნიმუშის მზგავსად შექმნიან ინფოგრაფიკს და შეინახავენ წყვილის სახელი და გვარის მითითებით სამუშაო მაგიდაზე.
მიზანი:
რესურსის შესაქმნელად ინფორმაციის მოძიება, რესურსის შექმნა შენახვა და წყვილში მუშაობის უნარების განვითერება
მინილექცია, დემონსტრირება, წყვილებში მუშაობა
წყვილებში მუშაობა
12 კომპუტერი, ინტერნეტი, პროექტრი
15 წთ

აქტივობა 5
აქტივობის აღწერა:
გაკვეთილის შეჯამება, მასწავლებლები შთაბეჭდილებებს და საკუთარი მუშაობის შეფასებას წერენ ელექტრონულ დაფაზე WWW.LINOIT.COM
დაფის ბმული http://bit.ly/profesiebi
დემონსტრირება, ინდივიდუალური მუშაობა
მთელი კლასი
25 კომპუტერი, ინტერნეტი, პროექტრი
3 წთ

აქტივობა 6
საშინაო დავალება :
       გააკეთეთ ოჯახის სამი თაობის საგვარეულო ხე პროფესიების მითითებით
საშინაო დავალება
მთელი კლასი
1 კომპუტერი,  პროექტრი პრეზენტაცია
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი
·         მოსწავლეებს შეუძლიათ  მოძიებული ტექსტურ ინფორმაცი გარდაქმნიან ინფოგრაფიკებად პროგრამა PowerPoint-ში, შეუძლიათ საიტზე www.learningapps.com თემების მიხედვითსავარჯიშოების მოძიება და გამოყენება სამეცადინოთ
·         შეუძლიათ ელექტრონული დაფაზე www.linoin.net მუშაობა და  რეფლექსიებს წერა.


წყვილში მუშაობის შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
ძალიან კარგი-10
საშუალო  9-8
საშუალოზე დაბალი   7-6
დაბალი 5-1
წყვილის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
წყვილმა კარგად გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
წყვილმა გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
წყვილმა ნაწილობრივ გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა.
წყვილის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ფუნქციები თანაბრად გადანაწილებულია.
სამუშაო ორგანიზებულია, მაგრამ ფუნქციები თანაბრად არაა გადანაწილებული.
სამუშაო ნაწილობრივ არის ორგანიზებული დაფუნქციები არათანაბრად ნაწილდება.
სამუშაო არ არის ორგანიზებული.ფუნქციები არაა გადანაწილებული.
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
 გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
ნაწილობრივ ახერხებენ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარებას
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს.
იცავენ დროის ლიმიტს.
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა.
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.



გაკვეთილის შეფასება ელექტრონული დაფის გამოყენებით http://bit.ly/profesiebi:


1.      რით იყო ეს გაკვეთილი განსხვავებული?
2.      რომელი აქტივობა მოგეწონათ
3.      10-ქულიანი სისტემით შეაფასეთ მეწყვილეს მუშაობა
4.      დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი


No comments:

Post a Comment